ამის შესახებ ბაღათურიამ “ქორთიარდ მარიოტში” ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ჩაშალა საარჩვენო რეფორმა იმის გამო, რომ ის არ აღმოჩნდა მზად ჩაატაროს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არის პრემიერ–მინისტრის პასუხიმგებლობა იმიტომ, რომ მას გააჩნია ყველა მექანიზმი და ინსტრუმენტი. მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნება, ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ჩვენ არსებულ საკითხთან დაკავშირებით პასუხს ველოდებით პრემიერ–მინისტრისაგან. შესაძლოა დაიგეგმოს მასთან შეხვედრა, რათა ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, პრემიერმინისტრმა უნდა გასცეს პასუხი, ატარებს თუ არა ის დემოკრატიულ არჩევნებს. მზად არის თუ არა, შეასრულოს პირობა, რაზეც შეთანხმდა 20 პოლიტიკური სუბიექტი და აღადგინოს ის საკანონმდებლო ინიციტივა, რომელიც გაფორმებული იქნა მემორანდუმით.”
კითხვაზე, დადგება თუ არა არჩევნების ბოიკოტირების საკითხი, თუ არ შეიცვალა საარჩევნო კოდექსი, ჯონდი ბაღათურია პასუხობს, რომ “დღეს მოქმედებს “ნაციონალური მოძრაობის” დრაკონული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ძალიან კომფორტულია ნებისმიერი ავტორიტარული მიდრეკილებების მმართველობისათვის. ასეთ შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობა და სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. პირადად მე მიმაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. “
ბაღათურიას განცხადებით, ეს მისი პირადი აზრია: “მე არ ვიცი სხვა კოლეგების აზრი, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურ სპექტრში ჩვენ ვიყოთ ამ საკითხის წამოჭრის ინიციატორები.”
