როგორც კბილაშვილმა განმარტა, ძალადობრივი დანაშაულის,  რომლებიც სიცოცხლის, ადამიანის ჯანმრთელობის, ქონების წინააღმდეგაა მიმართული, პარალელურად არსებობს  დანაშაული, რომლიც   ინტელექტუალური შესაძლებლობითაა ჩადენილი. მაგალითად, სამოხელეო დანაშაული ან  საფინანსო–ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაული.

 

” როცა მითვისება, გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არ არის დაკავშირებული ფიზიკური ძალის გამოყენებასთან. ამ კატეგორიის დანაშაულებს “თეთრი საყელოს დანაშაული” ეწოდება, როდესაც ადამიანს კაბინეტში ყოფნის დროს შეუძლია სუფთად ჩაიდინოს დანაშაული. საუბარია, რომ ამ დანაშაულთა მიმართებაში ამაღლდეს სტანდარტი დაკავებისა და დაპატიმრების კუთხით, თუ ბრალდების მხარე ჩათვლის, რომ საკმარისი საფუძველია იმ ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა არაძალადობრივი დანაშაული, მაშინ არჩევანის წინაშე ვდგებით, დავაკავოთ, დავაპატიმროთ, თუ  სასამართლოს განაჩენამდე თავისუფალი იყოს დანაშაულის ჩამდენი. მსოფლიო სტანდარტით ამ ტიპის დანაშაულზე, რეკომენდირებულია  არ იყოს დაკავება, დაპატიმრება გამოყენებული”.– განაცხადა კბილაშვილმა.


მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე  სტანდარტის ამაღლებაზე იმსჯელებენ:


“რადგან ასეთ შემთხვევებში ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილი, თავიდან ავიცილოთ დაკავება, დაპატიმრება. გამოვყოთ ის კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაში, ვთქვათ, ეს აუცილებელია და შევეცადოთ, რომ ეს იყოს ერთიანი პრაქტიკა მთელს საქართველოში”.– განაცხადა კბილაშვილმა. 


დღევანდელი სამუშაო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით ეწყობა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *