როგორც პოლიციამ განახცხადა მსახიობს ექსპერტიზა ორშაბათს ჩაუტარდება, მისი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კორი მონტეიტი ვანკუვერს 6 ივლისს ეწვია. პარასკევ საღამოს ბევრი ადამიანი ჰყავდა სასტუმროს ნომერში, მაგრამ როგორც სასტუმროს თანამშრომელი იუწყება, ვიდეოკამერებმა კორი მონტეიტი დილის საათებში, სასტუმროში მარტო დაბრუნებისას დააფიქსირეს.
მონტეიტი აპრილში სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულის გამო. როგორც მსახიობმა ერთ–ერთ გამოცემას 2011 წელს განუცხადა, ნარკოტიკების მოხმარება 13 წლისას დაიწყო, 19 წლისამ კი, დედამისის და მისი ძმის დახმარებით, სარეაბილიტაციო ცენტრში იმკურნალა.
31 წლის მსახიობის გარდაცვალებას კოლეგები და მეგობრები გამოეხმაურნენ. სერიალში ნოა პოკერმენის როლის შემსრულებელმა მსახიობა, მარკ სელინგმა პოლიციის კონფერენციის მერე twitter-ზე ”no” ( არა) დაწერა. ” სიტყვები არ მყოფნის! ჩემი გული გატეხილია. კორი გარდა იმისა, რომ იყო ძალიან კარგი მეგობარი, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც მუდამ გულთან ახლოს მეყოლება”- განაცხადა დოტ-მარი ჯოუნსმა, რომელიც ფეხბურთის მწვრთნელს თამაშობს სერიალში.
კორი მონტეიტი 3 პროექტში იღებდა მონაწილეობას, რომელიც გადაღების პროცესშია. მის კოლეგას და შეყვარებულს, ლეა მიშელეს კომენტარი არ გაუკეთებია.
