მალალამ საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც საჯაროდ დაიწყო ქალთა განათლების საკითხზე საუბარი. 2012 წლის ოქტომბერში თალიბებმა მალალას თავში ესროლეს, როდესაც სკოლის ავტობუსში იმყოფებოდა.
სროლის შემდეგ მალალა სამკურნალოდ დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს და დღემდე ინგლისში ცხოვრობს:
“ტერორისტებს ეგონათ, რომ შეცვლიდნენ ჩემს მიზანს და შეაჩერბდნენ ჩემს ამბიციებს, მაგრამ არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში, გარდა ამისა: სისუსტე, შიში და უიმედობა მოკვდა. სიძლიერე, ძალაუფლება და სიმამაცე დაიბადა” – განაცხადა გოგონამ სიტყვით გამოსვლისას ნიუ–იორკში.
მალალა მშვიდობის დარგში ნობელის პრიზის პრეტენდენტად მოიაზრება. მისი თქმით, იგი იბრძვის ქალთა უფლებებისთვის, რადგან “ქალები ყველაზე მეტად იტანჯებიან”.
”ავიღოთ ჩვენი წიგნები და კალმები, ისინი ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღებია. ექსტრემისტებს მუდამ ეშინოდათ და ეშინიათ წიგნების და კალმების. მათ ქალებისაც ეშინიათ. მე მინდა, რომ მიიღონ განათლება თალიბების, ტერორისტებისა და ექსტრემისტების შვილებმა. ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო. განათლება ერთადერთი გამოსავალია. განათლება პირველია” – აცხადებს მალალა.
გოგონამ თავდასხმის შემდეგ ”მალალას ფონდი” დააარსა, მან წარადგინა პეტიცია სამ მილიონზე მეტი ხელმოწერით, რომელიც თხოვს გაეროს გენერალურ მდივანს სწავლას და განათლებას ყველასთვის.
ღონისძიება, რომელსაც გაერომ ”მალალას დღე” უწოდა, ორგანიზებული იქნა გაეროს გლობალური განათლების წარმომადგენლის, ბრაუნის მიერ. ის აცხადებს, რომ 2015 წლისთვის განათლების ხელმისაწვდომი იქნება ყველა გოგონასა და ბიჭისთვის.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა მალალას ” ჩვენი გმირი” უწოდა.
იუნესკოსა ანგარიშის მიხედვით, 28.5 მილიონი ბავშვიდან, რომელიც საშუალო განათლებას ვერ იღებს, 95% დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანებში ცხოვრობს. 19%- სამხრეთ და დასავლეთ აზიაში, 14%- არაბულ ქვეყნებში და 44%- სუბსაჰარულ აფრიკაში.
