“უნდა მოვახერხოთ და მოვახერხებთ კიდევაც მთვრობა, რომ ყველა კანდიდატისთვის იქნება თანაბარი პირობები. უნდა შევქმნათ პრეცენდენტი, რომ სახელისუფლებო რესურსები, ეჭვიც არ უნდა დარჩეს, რომ გამოყენებულია რომელიმე კანდიდატის დასახმარებლად. კულტურული საარჩევნო კამპანია იქნება, აგრესიის გარეშე კამპანია უნდა იყოს. დეპუტატებმაც გამოთქვეს მსგავსი მოსაზრებები, რომ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ პოზიტივზე და არა ერთმანეთის ლაფის დასხმაზე”.– განაცხადა ივანიშვილმა

 

კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო სტრატეგია პოზიტივზე და სილაღეზე იქნება ორიენტირებული:

 

“იქნება, რა თქმა უნდა, უშუალო კონტაქტი ხალხთან, ეს იქნება პოზიტივზე ორიენტირებული სტრატეგია, ლაღი სტრატეგია, რომელიც მიზნდ ისახავს მომავალი საქართველოს სილაღისა და წარმატების ჩვენებას. ჩვენ ვართ ორიენტირებული მომავალზე და გარდა ამისა არის ბოლო რვათვიანი უაღრესად წარმატებული გამოცდილება, მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბოლო 8 თვის განმავლობაში რაც გაკეთდა ჯანდაცვაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, ყველა ამ მიმართულბით უპრეცენდენტო წარმატებაა. ჩვენ, ბუნებრივია, წარმოვაჩენთ იმას, რაც გავაკეთეთ ბოლო 8 თვის განმავლობაში, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით მომავალზე და იმ ბუნებრივ სილაღეზე, რაც ჩვენ ქვეყანას უნდა ჰქონდეს და დაუბრუნდეს”.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის დავით საგანელიძის განცხადბით, საარჩევნო შტაბი არ არსებობს, არამედ სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახლა ქმნის და აყალიბებს შტაბს სტრუქტურითა და სქემით. სამუშაო ჯგუფს დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. 

 

“როცა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გამოცხადდება, ჩვენ საარჩევნო შტაბის პრეზენტაციას მოვაწყობთ და ხელმძღვანელსაც ოფიციალურად წარვადგენთ”– განაცხადა საგანელიძემ. 

 

პრემიერ–მინისტრის შეხვედრა უმრავლესობის წარმომადგენლებთან დღეს, 11 საათზე დაიწყო და 2 საათს გაგრძელდა.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *