”სატრანსპორტო საშუალებების ჩამორთმევის საქმეებზე ხანგრძლივი დროის მანძილზე მიმდინარეობდა გამოძიება და მიუხედავად ამ ადამიანების არაერთი მოთხოვნისა, სატრანსპორტო საშუალებები დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდებოდა და ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, გადაეცემოდა სახელმწიფოს. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაწყებული გამოძიება წყდება და ამოღებული მანქანები უბრუნდებათ მესუკუთრეებს. ამ ავტოსატრასნსპორტო საშუალებებზე, რომლებიც უკვე გადაცემულია სახელმწიფოსთვის, პროკურატურას დაბრუნების უფლებამოსილება არ გააჩნია” – განაცხადა პროკურატურის პრესამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ დასავლეთის საოლქო პროკურატურაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი თქმით, დღეს, პირველ საათზე ბათუმში დაგეგმილია ავტოსატრასპორტო საშუალებების გადაცემა მათი მესაკუთრეებისთვის. ეს პროცესი დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *