“მიშა თავხელიძესთან კამათისას მექანიკურად დავუშვი სამწუხარო შეცდომა. აზრად არ მქონია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დამცირება. მიუხედავად ამისა, საჯარო ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც პირად შურაცხყოფად მიიღო ჩემ მიერ არასწორ კონტექსტში ნათქვამი ტერმინი. გულწრფელი, საჯარო ბოდიში თქვენ”.
სიტყვა დაუნი ნანუკა ჟორჟოლიანმა მიხეილ თავხელიძესთან “ფეისბუქში” დაწყებული კამათისას ახსენა, რომელიც “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში” საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობას მოყვა. გადაცემა 17 ივლისს გავა ეთერში.
“მხოლოდ მიხარია, როდესაც თქვენნაირი მარგინალი ნაცები მაკრიტიკებენ, ეს ერთი. მეორე იმიტირებულ ქრონიკაზე რას ფიქრობ, ნათიას რომ მიყავდა და მესამე, დაუნებისთვის არსებობს ოპრას და ელენის გადაცემები, სადაც ყველა პრეზიდენტი დადის.“– ასე უპასუხა ნანუკა ჟორჟოლიანმა მიხეილ თავხელიძეს.
ტელეწამყვანის ამ კომენტარს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურება მოჰყვა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა და პროფესიონალთა კავშირი „ჩვენი ბავშვები“, ასოციაცია „ერთად“ და ორგანიზაცია „ვიმეგობროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან” წარმომადგენლებმა ნანუკა ჟორჟოლიანისგან დაუნის დამაკნინებელ სიტყვად მოხსენიების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
