შეკითხვა, რომელიც შემდეგნაირადაა ფორმულირებული–რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებაში?– 36% პასუხობს, რომ ძალიან მნიშვნელოანია, 52% კი პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია. 10 პროცენტისთვის რელიგიურ მრწამსს გადაწყვეტილების მიღებისას ნეიტრალური მნიშვნელობა აქვს, ხოლო უმნიშვნელო 1 პროცენტისთვისაა. გამოკითხულთა შორის არ არის რესპონდენტი, რომლისთვისაც რელიგიური მრწამსი გადაწყვეტილების მიღებისას საერთოდ უმნიშვნელოა.
გამოკითხულთა 18 % რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთხელ მაინც ესწრება, 22% თვეში ერთხელ მაინც ესწრება, რელიგიურ მსახურებას მხოლოდ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე ესწრება გამოკითხულთა 21%. უფრო იშვიათად- 27% და არასდროს არ ესწრება 10%.
კვლევა ჩატარებულია 12 ივნისიდან 26 ივნისის პერიოდში, სულ სქართველოს მასშტაბით გამოკითხულია 2338 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. საშუალო ცდომილების ზღვარი + – 2,9 პროცენტია. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშოროსო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.
