“არსებობს ორი მითი საქართველოს ევროატლანტკური კურსის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. პირველი, თითქოს საქართველოს წარმატების შანსები ვილნიუსის სამიტზე დაბალია და  საქართველო ოქტომბრის  არჩევნების შემდეგ არ გააგრძელებს ევროატლანტიკურ კურსს. მეორე ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მუშაობს ქვეყანა წარსულ მემკვიდრეობაზე და ევროკავშირი ამ პროცესებთან მიმართებაში არ არის აქტიური. ეს ასე არ არის, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა პროცესს და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ევროპული ღირებულება შესრულდეს. ეს გზა მიდის ვილნიუსის სამიტისკენ. ამ სამიტს აქვს პოტენციალი, გახდეს წყალგამყოფი საქართველსთან ურთიერთობაში. არავინ არ დგას სამართალზე და კანონზე მაღლა, შესაბამისად, თუ ვინმემ დაარღვია კანონი, უნდა აგოს პასუხი, მაგრამ არ უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის პოლიტიზაცია. რა მიზანიც არ უნდა იყოს, იქნება ეს პოლიტიკური მიზანი, თუ შურისძიება. აუცილებლად უნდა იქნას დაცული სამართლიანობა და სათანადო პროცესი. ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციაში. იცით, რომ ვმუშაობთ რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე, მათ შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, რომლის მეორე ეტაპი მალე დაიწყება. ეს იქნება ორწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციამდე მიიყვანს. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის ერთნაირი პროგრამა ყველასათვის, ზოგ ქვეყანას უფრო სწრაფად სურს ამ გზის გავლა, ეს მოითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს და ჩვენ მზად ვართ შესაბამისი დახმარება გაგიწიოთ. გვჯერა, რომ ახლოსაა ჩვენი ურთიერთობების ახალი ეტაპი”– განაცხადა შტეფან ფულემ. 

 

დღევანელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ–მინისტი ბიძინა ივანიშვილი.  მან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კოჰაბიტაციის ხარისხი შეაფასა:

 

“საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩვენი ქვეყანა კოჰაბიტაციის რეჟიმშია, ეს პროცესი ძალიან რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს რისი ნათელი დადასტურებაა პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგი, ერთობლივად მიღებული საპარლამენტო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართლებების შესახებ და აგრეთვე ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. რამდენიმე დღის წინ შევხვდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს და მივაღწიეთ შეთანხმებას მთელ რიგ საკითხებზე”, – აღნიშნა მან.

 

შეგახსენებთ, რომ კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა”  უკვე მეათედ იმართება,  თუმცა ახალი ხელისუფლება მას პირველად ატარებს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *