“მინდა გამოვხატო სინანული, რადგან თავიდან, რამდენიმე წლის წინ ვილნიუსში ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველო და მოლდოვა  მიიღებდნენ არა მარტო ასოცირების შეთანხმებას, ასევე, ევროპერსპექტივასაც, სამწუხაროდ, როგორც ბატონმა მარტენსმა განაცხადა, საქართველოს შეექმნა გარკვეული პრობლმები გასული წლის შემდეგ. იმედი მაქვს ეს დროებითია და დიდხანს არ გაგრძელდება.  გულდასაწყვეტია, რომ დღეს საუბარი უფრო მეტად ეხება საქარველოში არსებულ პრობლემებს. ეს არ არის მხოლოდ შიდა პრობლემების ბრალი, არამედ იმის, რაც ხდება რეალურად რეგიონში. რუსეთმა გამოიყენა ყველა საშუალება, ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო. ომისა და ემბარგოს შემდეგი ზეგავლენის ახალი მცდელობა იყო ქართულ პოლიტიკაში დემოკრატიული გზით მოხვედრა, თუმცა მიუხედავად ომისა, საქართველომ გააგრძელა პროგრესი, კორუფციასთან ბრძოლა. არჩევნებამდე მილიარდობით რუსული ფული შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. სიტუაცია, რომელიც შეიქმნა არჩევნების შემდეგ, არის კი, საქართველომ გზიდან გადაუხვია არა პოლიტიკური განცხადებით, არამედ იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში შიდა პრობლემებია, ეს კი აბრკოლებს ევროინტეგრაციას, რაც პირადად ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ბევრი რამ მაქვს ამ პროცესში ჩადებული, ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში, მანამდე კი- უკრაინაში. ვფიქრობ, ამ რისკის წინაშე დგანან ჩვენი მოლდოველი მეგობრები. ვფიქრობ, საუკეთესო რეცეპტი იქნება, რაც არ უნდა გააკეთონ მათ, უნდა წავიდეთ წინ, გავაგრძელოთ ინტეგრაცია, შევქმნათ დემოკრატია, გავაგრძელოთ ახალგაზრდობა და აღარ მოვიხედოთ უკან. იმ ძალას, რომელიც წარსულისკენ ცდილობს ჩვენ დაბრუნებას, თავად არ აქვს მომავალი”. – განაცხადა სააკაშვილმა. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიხეილ სააკაშვილი მოლდოვის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების პირადი მიწვევით იმყოფება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *