მან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კოჰაბიტაციის ხარისხიც შეაფასა:

 

“საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩვენი ქვეყანა კოჰაბიტაციის რეჟიმშია, ეს პროცესი ძალიან რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს რისი ნათელი დადასტურებაა პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგი, ერთობლივად მიღებული საპარლამენტო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართლებების შესახებ და აგრეთვე ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. რამდენიმე დღის წინ შევხვდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს და მივაღწიეთ შეთანხმებას მთელ რიგ საკითხებზე”, – აღნიშნა მან.

 

შეგახსენებთ, რომ კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა”  უკვე მეათედ იმართება,  თუმცა ახალი ხელისუფლება მას პირველად ატარებს. ღონისძიებას ევროკომისარი შტეფან ფულე და სხვა ევროპელი პოლიტიკოსები ესწრებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *