გარდა ამისა, ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაზე თიბისი ჯგუფმა მიიღო „ოქროს ბრენდის“ ჯილდოები ნომინაციებში:
– საუკეთესო ბრენდი სწრაფი გადახდის კომპანიებს შორის – TBC Pay
– საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდი – თიბისი ბანკის შვილობილი კომპანია, „ბანკი კონსტანტა“
„ოქროს ბრენდი“ ყოველწლიური ბიზნესდაჯილდოებაა, რომელიც საქართველოს სავაჭრო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მონაწილეობით ხორციელდება. მისი შედეგები 200-მდე ექსპერტის შეფასებებზე დაყრდნობით ვლინდება.
„ერთდროულად 3 ნომინაციაში გამარჯვება თიბისი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი წარმატება და განსაკუთრებული სტიმულია. მიხარია, რომ იმ კომპანიების დიდი ნაწილი, რომლებმაც დღეს სხვადასხვა ნომინაციებში დაიმსახურეს ეს ჯილდო, სწორედ თიბისი ბანკის კლიენტები არიან“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„ოქროს ბრენდის“ დაჯილდოება წელს თბილისში უკვე მერვედ გაიმართა. წლევანდელ ‘“ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონიას ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი, ბიზნესწრეებთან დაკავშირებული ადამიანები და საქართველოში აკრედიტებული ელჩები ესწრებოდნენ.

