ჯერ უცნობია, რა მუხლებით წაუყენებენ ბრალს სამხედრო პოლიციელებს.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილობრივ მოსახლეობას რელიგიურ ნიადაგზე. სამხედრო პოლიციელები თავდაცვის სამინისტრომ იმავე დღეს დაითხოვა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
