ზაქარეიშვილის განცხადებით, ეს ფაქტი შესაშფოთებელი არაა, ის არ გამორიცხავს, რომ თუკი აფხაზეთის მხრიდან თანხმობა იქნება. ლტოლვილებმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიარონ:


“სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ჩვენ ამას ვუყურებთ ყველაფერს. მე არ გამოვრიცხავდი, სიტყვაზე, რომ თუ აფხაზები წინააღმდეგი არ იქნებოდნენ, საქართველოს ტერიტორიაზე გაგვეტარებინა ეს ლტოლვილები. მე მზად ვიქნებოდი ამაზე გველაპარაკა და შეგვეთავაზებინა აფხაზური მხარისათვის, ახლაც ვთავაზობ, ან ჩვენი ტერიტორიაც კი შეგვეთავაზებინა, თუ ეთნიკური აფხაზები არიან, კი, ბატონო. ამაში საშიში არაფერი არაა, დამერწმუნეთ, ეს იქნებოდა კეთილი ნაბიჯი, რომელიც ან დაფასდება, ან არ დაფასდება”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.


პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არაა აფხაზეთში ლტოლვილების ჩაყვანის, თუმცა მცდელობები ყოველთვის წარუმატებლად მთავრდებოდა:


“თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზების მცდელობა თურქეთიდან, სირიიდან ხალხის ჩამოყვანის ყოველთვის მთავრდება წარუმატებლობით. აფხაზეთი არის რუსული გავლენების ქვეშ, რუსეთი კი არ არის ყველაზე იდეალური სახელმწიფო. ორი თვის უკან 200–მდე ადამიანი ჩავიდა აფხაზეთში სირიიდან, მაგრამ ნაწილი დაბრუნდა. სრულიად უცხო ელემენტები აღმოჩნდებიან, როცა ჩადიან იქ. მერე მათ უნდათ კარგ ადგილებზე დასახლება აფხაზებისთვის კი ეს მიუღებელია. აფხაზებს აქვს კანონი, რომლის თანახმადაც მიწა და უძრავი ქონება არ იყიდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ამ ფორმით ისინი თავის თავს რაღაცნაირად იცავენ. მე მაინც ვიტყოდი, რომ ამაზე დღეს ხმაურის ატეხვა არ ღირს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.


სირიაში დაახლოებით 10 000–მდე აფხაზი ოჯახი ცხოვრობს. აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, მათი დიდი ნაწილი “ისტორიულ სამშობლოში” დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *