“ძალიან მაგონებს ეს ოქრუაშვილის ბალადას. ახალი არაფერი არ ეწერა ისეთი, რაც ამ 7 თვის განმავლობაში ან გაზეთებში ან ტელევიზიით არ ყოფილა, ამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი. ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება, რომ ისე ეშინია ამ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, ცოტა, მე მგონი, ეპარებათ კიდეც. რაც შეეხება ახალაიას, მან ან უნდა დაადასტუროს, ან ჩამოვიდეს და რაც უნდა, ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა. ძალიან გავს ეს ოქრუაშვილის ეპოპეას. კვლავ ვიმეორებ, ახალაიას თანამშრომლების 80%, თუ მეტი არა, ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე ნამდვილად პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული. ასე რომ, ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს, ბევრი რაღაც გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს, ძალიან დასანანია, თუ ეს დადასტურდა რომ ასე იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხადია, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება. 19 აპრილამდე 5 დღეა, მგონი, დარჩენილი და კიდევ ბევრი ხუხაშვილის თავში მოხარშული ავადმყოფობა იხილოს საზოგადოებამ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავა ახალაიას განცხადებას 19 აპრილს უკავშირებს
-
12.11.2026
კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინაში სამი ომის აცილება შესაძლებელი იყო
-
11.11.2026
დვალიშვილის თქმით, ნურმაგომედოვი და მისი გუნდი თავს დაესხნენ
-
11.11.2026
“თუ ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში ცხოვრება აუტანელი გახდება” — ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან
-
11.11.2026
დიდუბეში ორი ადამიანი მოკლეს
-
11.11.2026
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება
-
11.11.2026
სვანეთის მიტროპოლიტი ხელისუფლებას აკრიტიკებს და იობის ქადაგებას უერთდება
