“ძალიან მაგონებს ეს ოქრუაშვილის ბალადას. ახალი არაფერი არ ეწერა ისეთი, რაც ამ 7 თვის განმავლობაში ან გაზეთებში ან ტელევიზიით არ ყოფილა, ამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი. ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება, რომ ისე ეშინია ამ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, ცოტა, მე მგონი, ეპარებათ კიდეც. რაც შეეხება ახალაიას, მან ან უნდა დაადასტუროს, ან ჩამოვიდეს და რაც უნდა, ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა. ძალიან გავს ეს ოქრუაშვილის ეპოპეას. კვლავ ვიმეორებ, ახალაიას თანამშრომლების 80%, თუ მეტი არა, ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე ნამდვილად პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული. ასე რომ, ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს, ბევრი რაღაც გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს, ძალიან დასანანია, თუ ეს დადასტურდა რომ ასე იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხადია, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება. 19 აპრილამდე 5 დღეა, მგონი, დარჩენილი და კიდევ ბევრი ხუხაშვილის თავში მოხარშული ავადმყოფობა იხილოს საზოგადოებამ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავა ახალაიას განცხადებას 19 აპრილს უკავშირებს

-
13.11.2026 ფიქრიშვილების საქმე – პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორებს ბრალი წარედგინათ -
13.11.2026 ფაშინიანმა და ალიევმა ორი ქვეყნის ელექტროქსელების დაკავშირება განიხილეს -
13.11.2026 ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ სპეცრაზმელებს 5-5 წელი მიუსაჯეს -
12.11.2026 76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს -
12.11.2026 ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს -
12.11.2026 ზელენსკი: აზერბაიჯანთან დრონების შეთანხმება უკვე გაფორმებულია, შეკვეთების გაზრდაზე ვმუშაობთ