27 მარტს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ (ვარდების მოდანი #1) გაიმართება კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ ერთობლივი პრესკონფერენცია, რომლის დროსაც ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს „ნატახტარისა“ და ასოციაციის წარმომადგენლები „ფონდი ნატახტარის“ საქველმოქმედო პროექტის – „იზრუნე მომავალზე“ – ფარგლებში მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობისთვის განხორციელებული 1 წლის (2012 წლიდან დღემდე) საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს ჩააბარებენ.


პრესკონფერნეციის დროს ჟურნალისტებს ასევე გააცნობენ მეორე ტალღის განმავლობაში, 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, შეგროვებული თანხის მოცულობას. ღონისძიებაზე ასევე ისაუბრებენ „ფონდი ნატახტარის“ მიმდინარე წლის გეგმებსა და თანხის შეგროვების სხვა მექანიზმებზე.


კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში დააფუძნა ფონდი „ნატახტარი“ და დაიწყო მზრუნველობამოკლებული მოზარდების მხარდაჭერისკენ მიმართული საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განახორციელება. ყოველ წელს, 3 თვის განმავლობაში, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად 0.5ლ; 1ლ და 2ლ). პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

ნინო სურმავა

ტელ: 2354255,

577188809

nino.surmava@efes.ge

www.natakhtari.ge

მაია ტაკაშვილი

ტელ: 2550199,

597004202

maia@gepra.ge

www.gepra.ge

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *