“წყალი ბულვარის ტერიტორიას გარკვეულ ადგილებში წვდება, მაგრამ მდგომარეობა ისეთი საგანგაშო, როგორიც დილის 5 საათზე იყო, აღარაა. ზღვამ ქვა–ღორღი და სხვა ნარჩენები შემოიტანა. მატერიალური ზარალი, როგორც ასეთ, დიდი არ არის, განათების ბოძებია რამდენიმე დაზიანებული და ქვა–ღორღია შემოტანილი ბულვარის ტერიტორიაზე”.– განუცხადა “ნეტგაზეთს” ჰუსეინ სირაბიძემ. 

 

სირაბიძემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, ზუსტად რამდენი ბალი იყო შტორმის სიმძლავრე, თუმცა ამბობს, რომ  სიმძლავრე დაახლოებით ხუთიდან ექვს ბალამდე მერყეობდა.

 

მისივე თქმით, მერიის სამსახურები გაწმენდით სამუშაოებში ჩართული არიან, ხოლო დღის მეორე ნახევარში შტორმის ჩადგომას ელოდებიან. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *