6 000 კვ.მეტრ ფართობზე გავრცელებულმა ხანძრმა 164 მცირე მეწარმე დააზარალა. ზარალის ოდენობამ რამოდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მიყენებული ზარალის ოდენობისა და ხარისხის განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქნა, რომლის შემადგენლობაში დამკვირვებლის სტატუსით თბილისის მერიის წარმომადგენლებიც შევიდნენ.

 

სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილი შედეგების გაცნობის შემდეგ თბილისის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო „საბას“თითოეული მოვაჭრისთვის სალარო აპარატები შეეძინა, რომელიც მათ საჩუქრად გადაეცემათ.

 

შეხვედრაზე გიგი უგულავამ მოვაჭრეებს განუცხადა, რომ თბილისის მერია თითოეულ მათგანს საკუთარ ანგარიშზე 2 000 ლარს ჩაურიცხავს.

 

სავაჭრო ცენტრ “საბაში” ხანძარი 26 თებერვალს, საღმოს 9–ის ნახევარზე გაჩნდა. ავეჯის სავაჭრო ცენტრის მფლობელ პაატა კაჭარავას ინფორმაციით, ხანძარმა გაანადგურა 6 348 კვადრატული ფართი, დაიწვა 100 მაღაზია და დაზარალდა 200 მოვაჭრე. 

 

პაატა კაჭარავამ “საბაში” მომხდარი ხანძარი დივერსიულ აქტს დაუკავშირა, თუმცა მოტივი ვერ დაასახელა:

 

“ბაზრობის ტერიტორიაზე შუქი ავტომტურად ქრება საღამოს 7 საათზე. შვიდის ნახევარზე ბაზრობა იკეტება. მოკლე ჩართვა ვერ განხორციელდებოდა, რადგან ელექტროენერგია გათიშული იყო. ტერიტორიაზე არც გაზი შედის. ამიტომ მომხდარს დივერსიულ აქტად შევაფასებ. “

 

ხანძრისგან დაზარალებულებთან შეხვედრაზე იმავე დღეს ქალაქის მერი გიგი უგულავა მივიდა. ზარალის აღწერა გლდანი–ნაძალადევის გამგებელს ნოდარ სანდუხაძეს დაევალა. 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *