ბერლინალე 2013
ბერლინალე 2013

ფესტივალს მთავარი ჟიურის წლევანდელი პრეზიდენტი, ვონგ კარ ვაი და ბერლინალეს დირექტორი, დიეტერ კოსლიკი გახსნიან. ცერემონიაზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ჟიურის სრული შემადგენლობა, რომლის წევრებიც არიან – სუზან ბიე (დანია), ანდრეას დრეზენი (გერმანია), ელენ კურასი (აშშ), შირინ ნეშატი (ირანი), ტიმ რობინსი (აშშ) და ათინა რეიჩელ ცანგარი (საბერძნეთი). 

 

ცერემონიის შემდეგ ფესტივალის გახსნის ფილმის, ვონგ კარ ვაის ახალი სურათის – სახელწოდებით “The Grandmaster” – პრემიერა გაიმართება.

 

ბერლინის 63–ე საერთაშორისო ფესტივალი 17 თებერვალს დასრულდება. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი კი 16 თებერვალსაა დაგეგმილი.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *