ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს. 

 

როგორც მინისტრი დავით დარახველიძე ამბობს, აღნიშნული ქონება უკვე დაზიანებულია და გამოსაყენებლად უვარგისი.

 

გამოუსადეგ და დაზიანებულ ნივთებს შორისაა- მაცივრები, საწოლები, ჭურჭელი, თეთრეული, საბნები, ლეიბები, ხალიჩები, ტელევიზორები, 2009 წელს შეძენილი გაზის ბალონები, რომელიც გაზითაა დატენილი, 300 ათასი ლარის ღირებულების შეშის ღუმელი და ა.შ. აგრეთვე, პროდუქტი – მაკარონი, მარილი, წიწიბურა.  

 

დავით დარახველიძის თქმით, დევნილებისთვის განკუთვნილი ნივთებისა და პროდუქტის შესაძენად თანხები გამოყოფილი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. 

 

დევნილთა სამინისტრომ ყველა მასალა პროკურატურას გადასცა. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ 2008 -2009 წლებში დევნილთა სამინისტროს მიერ აღნიშნული ქონების არგადაცემით და დაზიანებით სახელმწიფოს და დევნილებს ზარალი მიადგა.  

 

 

 

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *