” 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ არის აღიარებული. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა სოციალური მუშაკების ინიციატივით, თბილისის მეტროს სადგურებში არსებულ ესკალატორებთან სპეციალური, ყვითელი ნიშნულები გაკეთდა. აღნიშნული სიახლე მცირემხედველ ადამიანებს გაუადვილებს დროულად შეამჩნიონ საფეხურების დასაწყისი და დასასრული, გაზრდის მათი უსაფრთხოების ხარისხს და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამოუკიდებლად გადაადგილებას. ყვითელი ნიშნულები კეთდება მცირემხედველებისათვის გარემოს ადაპტირების ევროპული სტანდარტის მიხედვით. სოციალური აქცია ახალგაზრდა სოციალური მუშაკების, თბილისის მეტროპოლიტენისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’მარიანის’’ ხელშეწყობით ხორციელდება,”- ავრცელებს განცხადებას თბილისის მერია.
მეტროსადგურების ადაპტირება მცირემხედველი ადამიანებისათვის
-
20.11.2026
ივანიშვილი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებელ ბინებს ჰპირდება
-
20.11.2026
“თანაგრძნობას ვუცხადებთ მოძმე ქართველ ხალხს” – სომხეთის საგარეო
-
20.11.2026
უსაფრთხოების აუცილებელი წესები გაზის მოხმარებისას
-
20.11.2026
2012 წელს რატომ არ აგვკრძალეთ? — ენმ-ის კითხვა და „ოცნების“ პასუხი
-
20.11.2026
რა კითხვები აქვს „ანტიანექსიურ პლატფორმას“ მინსკში ზურაბიშვილ-გალუზინის შეხვედრაზე
-
20.11.2026
“ტრაგედიიდან ტრაგედიამდე” – რა აჩვენა ფონიჭალაში გაზის აფეთქებამ
