“არ ვიცი, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ამ ინფორმაციის გავრცელებას. ჩემი აზრით, ეს გამოწვეული იყო ბოლო დროს სამინისტროსა და მედიას შორის არაეფექტური კომუნიკაციით. ეს ჩემი მინუსია, თუმცა ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს,”- განაცხადა სერგეენკომ. 

 

მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა და იმაზე მეტ შედეგს მიაღწია, ვიდრე ვარაუდობდა. მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველი 6000 ადამიანი (დაახლოებით, 1040 ოჯახი) 6-7 თვის მანძილზე საცხოვრებელი ბინის დასაქირავებლად სახელმწიფოსგან ფულს მიიღებს. 

 

“ჩვენ გამოვთვალეთ გარეუბნებში ბინის დაქირავებისთვის საჭირო საშუალო ფასი, ეს დაახლოებით 200 ლარია,”- ამბობს სერგეენკო. 

 

6-7 თვის შემდეგ კი  სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მთავრობის ახალი პროექტის შესაბამისად, გაზრდილი სოციალური დახმარებებით ბინის ქირის გადახდას თავადვე შეძლებენ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *