ვარდების მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით პირველი ავტობუსი უკვე გაემზავრა. თბილისის მერიამ დღეს ავტობუსებით უზრუნველყო ის მოქალაქეები, ვისაც სურვილი აქვს, აეროპორტში დახვდეს პატრიარქს, რომელიც ბერლინიდან საქართველოში ბრუნდება.

პირველი ავტობუსი 15:10 საათზე ვარდების მოედნიდან გავიდა და 18 მგზავრი გადაიყვანა. ვარდების მოედანზე კიდევ დარჩა 3 ავტობუსი, რომლეიც იმ ადამიანებს მოემსახურება, ვინც დაგვიანებით მივა ადგილზე.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორის თვითმფრინავი თბილისში 17:30-ზე დაეშვება. ილია მეორე ბერლინში 2 თებერვალს გაემგზავრა სამკურნალოდ. მას 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალობის შემდეგ, დღეს, 20 თებერვალს პატრიარქი საქართველოში ბრუნდება.

თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსით მოქალაქეები პატრიარქის აეროპორტში დასახვედრად მიდიან. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი. 20.02.2018
თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსით მოქალაქეები პატრიარქის აეროპორტში დასახვედრად მიდიან. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი. 20.02.2018

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *