„მომდევნო კვირიდან ჩვენ დავიწყებთ პროცედურას სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, უფლებამოსილება უნდა შევუწყვიტოთ გიორგი ტუღუშს,“ – ეს განცხადება ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

რაც შეეხება სახალო დამცველის დანიშვნის ვადებს, უსუფაშვილის განმარტებით, ეს ადამიანის უფლებათა კომიტეტზეა დამოკიდებული.

„მოგიწოდებთ ყველას, ვისაც კანდიდატის წარდგენა გსურთ, მომდევნო კვირამდე გააკეთოთ ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავა ერთი თვე და ჩვენ არ გვეყოლება სახალხო დამცველი,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებულია შემდეგი კანდიდატურები: თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლაიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ნათია იმნაძე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *