კრწანისის ოლქის #4 უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 1448-ის, მიტანილია 12250 ბიულეტინი, ხოლოდ 17:00 საათის მონაცემებით, მისულია 649 ამომრჩეველი.
უბანზე ამ დროისთვის საჩივარი დარეგისტრირებული არ არის და ხმის მიცემა მშვიდ ვითრებაში მიმდინარეობს.
ანალოგიურად მშვიდად მიმდინარეობს საარჩევნო პორცესი კრწანისის ოლქის #3 უბანშიც, სადაც 1546 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 1350 ბიულეტენია მიტანილი და 17:00 საათისთვის 728 ამომრჩეველია მისული.
ამ უბანზე სხვადასხვა დროს 35 დამკვირვებელი იყო მისული. ვიდეოგადაღებას აწარმოებს “აფხაზეთის ხმა” და “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი. უბანზე საჩივარი რეგისტრირებული არ არის.
