საარჩევნო უბანს 25 დამკვირვებელი აკვირდება, თუმცა ამ უბანში არ მისულან უცხოელი დამკვირვებლები.  არასამთავრობო ორგანიზაციის, “საარჩევნო სისტემების კვლევების ცენტრის” წარმომადგენლის ლაშა მარგიშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

 

“ნეტგაზეთის” უბანზე ყოფნის პერიოდში, ხმის მიცემის კაბინაში 2 ასაკოვანი ადამიანი ერთად შევიდა, თუმცა როგორც დამკვირვებლებმა განმარტეს, ამომრჩეველს, ხმის მიცემის პროცედურაში გარკვევა ჭირდებოდა და ამისათვის ოჯახის წევრი დაიხმარა, რაც დარღვევა არაა. ასეთი ქცევა იმ შემთხვევაში იქნებოდა დარღვევა, თუ კაბინაში ამომრჩეველთან ერთად ან კომისიის წევრი ან დამკვირვებელი შევიდოდა.

მცირედი უზუსტობა მოყვა იმ ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობის დადგენას, რომელმაც ხმა უკვე მისცა. დამკვირვებლების მიერ ნაწარმოებ აღრიცხვასა და კომისიის აღრიცხვას შორის ერთი ამომრჩვლის სხვაობა დაფიქსირდ. ამის გამო კომისიამ და დამკვირვებლებმა კონვერტები დათალეს და აღმოჩნდა, რომ 6-ით მეტი კონვერტია მიღებული.

 

“ეს არ არის საგანგაშო, მთავარია დათვლისას კონვერტების რაოდენობა, იმ პირთა რაოდენობას დაემთხვას, რომლებმაც ხმა მისცეს და ეს ხელმოწერითაა დადსტურებული. ამ კონვერტებს ვერავინ ჩაყრის ყუთში,”- აღნიშნავს ლაშა მარგიშვილი.

 

#26 უბანზე ხმა მისცეს დევნილებმაც, ერთ-ერთი დევნილს, რომელსაც დევნილის მოწმობა სახლში დარჩა ხმის მიცემის უფლება არ მიეცა. ვინც ორი დოკუმენტი, დევნილის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგინა, ხმის მიცემა შეძლო.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *