10:00 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 17-18 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი გამოფენა-გაყიდვა, „სტარტაპ ექსპო 2016“ გაიმართება.
მისამართი: აკაკი წერეთლის გამზ. #118.
11:00 თბილისის მერი დავით ნარმანია ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერს გახსნის.
საკონტაქტო პირი: გვანცა პაპავაძე 591 00 49 31
12:00 გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე ეროვნული/რეგიონალური ტურის ფარგლებში მიემგზავრება ქალაქ გორში, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მერიის დახმარებით ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდება (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი).
12:00 მახათას მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს. ასევე საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მოხდება, რომელიც ფონდი „ივერიისას“ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა.
13:00 ”თბილისი მარიოტში“ ირაკლი ბათიაშვილის წიგნის – „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: რუსთაველის გამზ. №13
17:00 “შეწყვიტიტეთ ჟრიალი და ლარს უშველეთ!” ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ნაბიჯების გადაგმის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართება.
