ამასთან დაკავშირებით მათმა ნაწილმა სურვილი გამოთქვა, შეხვდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს, რათა დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მათ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შიმშილობა გამოცხადებული აქვთ ქსნის დაწესებულების #4 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს ს.ხაბულიანს, ი.გიგლემიანს, ო.პაიჭაძეს, #22 საკანში განთავსებულ 7 მსჯავრდებულს, #6 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულს ნუგზარ თაბაგარს და სხვა საკანში განთავსებულ კიდევ 4 მსჯავრდებულს.
დაწესებულების ძველი ნაწილიდან 526-მა მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიაწოდეს კოლექტიური განცხადება, სადაც ისინი მიუთითებენ ბოლო წლების მანძილზე მათ მიმართ რეგულარულად განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები გუშინ, 21 სექტემბერს იმყოფებოდნენ ქსნის #15 დაწესებულებაში.
