დღეს დილით ჩუღურეთის #14 ოლქის #31 უბანზე მისულ ამომრჩევლებს რეგისტრატორები უსვამდნენ შეკითხვას: რაიმე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვთ, რომ მარკირება გაიკეთოთ? როგორც ერთ-ერთმა რეგისტრატორმა განმარტა, თუკი ამომრჩეველი უარს იტყვის მარკირებაზე, ამ პროცედურის გავლის გარეშეც მისცემდნენ ხმის მიცემის შესაძლებლობას.
რეგისტრატორმა განმარტა, რომ მსგავსი შეკითხვის დასმის შესახებ დირექტივა წინასწარ მიიღეს. “ნეტგაზეთს” ცესკოში განუცხადეს, რომ ასეთი დირექტივა კომისიის წევრებისთვის არ მიუციათ. ცესკოში დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ აღნიშნულ კომისიაში, თუმცა, რა რეაგირება მოახდინეს მათ ამ ფაქტზე, ჩვენთვის არ ჯერ უცნობებიათ.
მოგვიანებით აღნიშნულ უბანზე ვითარება შეიცვალა, 10:20 საათისთვის “ნეტგაზეთის” რეპორტიორმა დააფიქსირა, რომ საუბნო კომისიის წევრები ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ მარკირების გაკეთებისკენ.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობისთვის ამომრჩეველმა უნდა გაიაროს მარკირება, ხოლო კენჭისყრის უბანში შესვლამდე გაიაროს მარკირების შემოწმების პროცედურა.
