11 აგვისტოს, 11 საათზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, თადარიგის გენერალ მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის თანამშრომლები პატივს მიაგებენ 2008 წლის ომში დაღუპულ შინდისელ გმირებს. მისამართი: სოფელი შინდისი. საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 599 508355
11:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი გამართავს პრესკონფერენციას. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
12:30 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში დამოუკიდებელი პოლიტიკოსი რამაზ ფახურიძე წინასაარჩევნოდ თავს წარადგენს.
13:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში „ერეკლე მეორე“-ს საზოგადოების თავჯდომარე არჩილ ჭყოიძე, მამა სვიმეონი და რომეო გიორგაშვილი გამართავს პრესკონფერენციას. თემა: ოკუპაციასთან დაკავშირებით საფრთხეები და საშიშროებები.
ჯანდაცვის უწყება ელექტრონული რეცეპტის ახალ სისტემაზე გადადის. ამასთან დაკავშირებით 12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს გამართავს, მისამართი: აკ. წერეთლის 144, თბილისი (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)
13:00 საათზე, ბათუმში დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „საქართველოშიდაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრება. მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N62-64
11.00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია კრწანისის რაიონში მშენებარე საბავშვო ბაღს დაათვალიერებს.
მის. კრწანისის ქ.N21 საკონტაქტო პირი: თაკო კვირტია 577 17 30 04
11:30 საათზე “პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველები: გრიგოლ გაგნიძე და მამუკა ტუსკაძე რეფერენდუმის და მიმდინარე პოლიტიკური საკითხების შესახებ ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე „პირველის“ პრესკლუბში ბიზნესმენები, კომპანია „სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებლები: ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილი, ასევე მათი ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: შპს „სენტა პეტროლიუმსა“ და დავით კეზერაშვილს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საეჭვო დასკვნა და სასამართლოს გადაწყვეტილებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
