11:00 ქალაქ ბათუმში, საქართველოში პირველად მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება. ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრებიან.
12:00 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ზემო სვანეთის 17 თემის წარმომადგენელთა საერთო ყრილობა გაიმართება.
12:00 “მემარცხენე ალიანსი” იწყებს პარტიის მხარდამჭერთა ხელმოწერე
18:00 ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მოეწყობა პროექტის „ვხედავ და ვქმნი თითებით“ პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
19:00 თელავში, კულტურისა და დასვენების პარკში „ნადიკვარი“გაიმართება ჯგუფების „Young Georgin Llitaz”-ისა და „The Jetbird”-ის კონცერტი.
19:00 Check in Georgia-ს ფარგლებში რუსთავში კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება თონრიკე ყიფიანისა და ჯგუფის „The Mins” კონცერტი.
20:00 Check in Georgia-ს ფარგლებში მარჯანიშვილის თეატრში, თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიურ ფესტივალს, პორტუგალიური თანამედროვე ქორეოგრაფიული დასის წარმოდგენა Terra Cha – „ვაკე“ გახსნის.
