თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე გუშინ, 3 აპრილს, ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სამინისტროს ცნობით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურე დათხოვნაში იმყოფებოდა თავის სოფელში, სადაც მეზობლის საბძელში იპოვეს ჩამომხრჩვალი. საქმეს ხაშურის რაიონული პოლიცია იძიებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი 1995 წელს იყო დაბადებული და 2014 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *