19540

თედო ჯაფარიძე: როდესაც რუსეთი პანკისზე ლაპარაკობს, ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ

“ჩვენ ვიცით რუსული მხარე, ვიცით მათი მეთოდოლოგია, ვიცით პროპაგანდის ამგვარი ინსტრუმენეტები და ხერხები. ამიტომ, როდესაც რუსეთი პანკისზე და იქ მიმდინარე პროცესებზე ლაპარაკობს, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, PACE-ს ვიცეპრეზიდენტი თედო ჯაფარიძე სერგეი ლავროვის მიერ პანკისის ხეობის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოს ყურადღება მართებს, რადგან ამ განცხადების უკან “რუსეთს, ლავროვს, პეტროვს თუ იპოლიტოვს შეიძლება სულ სხვა რამე ჰქონდეს თავში”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს, 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმიწიფო საქართველოს, პანკისის ხეობას, თავშესაფრად იყენებს.

ლავროვის თქმით, ამჟამად რუსეთი თავის ტერიტორიაზე კარგად არის დაცული ისლამური სახელმწიფოსგან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com