ახალი ამბები

NDI-ს კვლევების მიხედვით, პატრიარქის რეიტინგი იკლებს

13 მაისი, 2015 • • 2190
NDI-ს კვლევების მიხედვით, პატრიარქის რეიტინგი იკლებს

NDI-ის 2015 წლის აპრილის კვლევის მიხედვით, კითხვას, მოგწონთ თუ არა, პატრიარქთან დაკავშირებით გამოკითხულთა 87% პასუხობს, რომ მოსწონს. 


ამავე კითხვაზე, NDI-ის 2014 აგვისტოს კვლევაში პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს. 2014 წლის აპრილში კი ეს მონაცემი 96 პროცენტს შეადგენდა. 

 

NDI-ის 2015 წლის კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია CRRC-მა ჩაატარა. სულ ქვეყნის მასშტაბით 27 მარტი – 19 აპრილის საანგარიშო პერიოდში 4360 ადამიანი გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტს შეადგენს.




ილია მეორე
ილია მეორე

მასალების გადაბეჭდვის წესი