ახალი ამბები

ბესიკ ხარძიანის შვილი ამბობს, რომ ბიზნესმენის მკვლელობა მეორე ცოლმა დაუკვეთა

23 აპრილი, 2015 • • 2211
ბესიკ ხარძიანის შვილი ამბობს, რომ ბიზნესმენის მკვლელობა მეორე ცოლმა დაუკვეთა

“შევდივართ ბებიაჩემთან, სადაც კამათობენ მამიდაჩემი მაია ხარძიანი და ბებიაჩემი. შევდივართ და გვეუბნებიან -გაჩუმდით, ხმა არ ამოიღოთ ქონებაზე, თქვენზე ორივეზე ტყვიებია მოშვერილი, ყველას დაგხოცავენ, ოღონდ დაიწყებენ შენით, მერე ჩემი დით და დანარჩენებით და მთლიანი ქონება დარჩება ეკა ნონიკაშვილს. ამ დროს გამოეპასუხა მაია ხარძიანი – დედა, დაწყნარდი, დავკრძალოთ ბესო და თუ არ იტყვის ეკა ნონიკაშვილი სიმართლეს, 2-3 დღეში მე გამოვალ და მე ვიტყვი სიმართლეს. მაინტერესებს, რა სიმართლე იცის მაია ხარძიანმა ეკა ნონიკაშვილზე. გამოვიდეს და თქვას საჯაროდ. პირადად მე გამაჩნია, რომ მამაჩემი დააჭერინა ეკა ნონიკაშვილმა ქონების მითვისების გამო, მისი გარდაცვალების დაკვეთა, მე პირადად მიმაჩნია, რომ დაუკვეთა ეკა ნონიკაშვილმა”-  ამის შესახაბ მიხეილ ხარძიანმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მიხეილ ხარძიანი ბესიკ ხარძიანის შვილია პირველი ქორწინებიდან.

 

მისივე თქმით, ბესიკ ხარძიანი მკვლელობაში უსაფუძვლოდ ადნაშაულებენ გია უდესიანს და იგი მოუწოდებს ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადონ უდესიანის და მის ოჯახს.

 

“გიორგი უდესიანის აშენებული და ნაჩუქარი წავკისის სახლი რატომ აქვთ. გიორგი უდესიანის ნაჩუქარი ფულით რომ დადის “პორშეს” ჯიპით, ახალი ავტომობილით რატომ დადის ეკა ნონიკაშვილი. მაინტერესებს, ეს ადამიანი მტრად რატომ შერაცხეს? ეს სიმართლე ხომ იციან, ყველა ვიდეოკადრი მაქვს ნანახი. კიდევ მოგიწოდებთ, გამოდით და ბოდიში მოიხადეთ გიორგი უდესიანის ოჯახის  წინაშე, საზოგადოების წინაშე და პატრიარქის წინაშე. ხარძიანთ გვარს ეს არ გვეკადრება, ნუ შეგყავთ გამოძიება ჩიხში. წარდგებით ჩვენი გვარის შეკრებაზე და იქ მოგთხოვთ პასუხს ჩვენი გვარის შეურაცხყოფისთვის”

 

ბესიკ ხარძიანს თბილისში, საკუთარ სადარბაზოში 28 მარტს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადვოკატ ლამარა კობალაძის განცხადებით, ბესარიონ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს, ციხიდან 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას ქონება უკანონოდ წაართვეს და მის დასაბრუნებლად იბრძოდა.

 

მკვლელობის შემდეგ,  ხარძიანის  ოჯახის წევრები და ახლობლები, მათ შორის მისი და აცხადებდნენ, რომ მოკლულის ერთადერთი მტერი გია უდესიანი იყო.  უდესიანის გარდა ამ საქმეში სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობის შესახებ საუბრობს  მოკლულის ახლობელი და ჟურნალისტი ირაკლი კორძაია. ეს მაღაჩინოსნები შსს–ს  გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი  ზვიად ჯანყარაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილია, რომელიც არჩილ კბილაშვილის გენერალურ პროკურორად მუშაობის დროს მისი მოადგილე იყო.

 

რაც შეეხება გია უდესიანს, იგი 2008 წლამდე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მოადგილედ მუშაობდა. 2012 წლის ოქტომბერში “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ იგი საქართველოდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა და თან ” სიტუაციას გაერიდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი