ახალი ამბები

ღარიბაშვილი: არ ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა უნდა დაესწროს

14 იანვარი, 2015 • 1360
ღარიბაშვილი:  არ ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა უნდა დაესწროს

14 იანვარს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციით მთავრობის წევრების დასწრება სავალდებულო არ არის, რადგან პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას სიმბოლური ხასიათი აქვს.

 

“მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ასეთ გამოსვლებს, ჩვეულებრივია ეს გამოსვლები, და არ ვთვლი, რომ უნდა დაესწროს მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი. ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, მონაწილეობა-არმონაწილეობას”.

 

საქართველოს მთავრობის წევრები არც გასულ წელს დასწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, რაც დისკუსიის საგანი გახდა, რადგან პირველად დაირღვა ტრადიცია.  2015 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის გამოსვლას ამჯერად მაინც დაესწრებიან მთავრობის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი