ახალი ამბები

ივანიშვილი: რატომ უნდა იყოს ნაციონალების დროს დაფუძნებული კომპანია თავდაცვის მომარაგებაში?

8 ნოემბერი, 2014 • • 1421
ივანიშვილი: რატომ უნდა იყოს ნაციონალების დროს დაფუძნებული კომპანია თავდაცვის მომარაგებაში?

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ირაკლი ალასანია ვერ დაითანხმა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს თავდაცვის სამინსიტროს მომარაგებაში გამარჯვებულ კომპანიას სამინისტრო დაეტოვებინა.

 

ივანიშვილი ამბობს, რომ მაშინ, როცა ღარბაშვლმა და სუბარმა შსს-სა და სასჯელარსრულების სამინსიტროში “სანიმუშო კვება მისცეს თავის უწყების თანამშრომლებს და რამდნეიმე კვირში დაალაგეს სიტუაცია”, ირაკლი ალასანიამ მისი წინადადებები არ გაითვალისწინა.

 

“ირაკლი ალასანიამ ოთხივე ტენდერი ჩაშალა. ჩემი ხვეწნა, მუდარა, სადაც შევხვდებოდი ირაკლი, ამას ვეხვეწებოდი. მთავრობის სხდომაზეც ორჯერ გვქონდა ძალიან მკვეთრი საუბარი. ვერაფრით ვერ მოვახერხე, ეს მოწამვლებიც აგორდა. იქაც მკვეთრი საუბარი მქონდა, რომ როგორმე მიხედე, გამოძიება დაიწყე, თურმე მიდიოდა, შიდა გამოძიება ჰქონიათ, ახლა შევიდა ცენტრალური პროკურატურა”, ამბობს ივანიშვილი. 

 

ივანიშვილს აინტერესებს, ორი წლის შემდეგ თავდაცვის სამისნიტროს მომარაგებაში რატომ რჩება ნაციონალური მოძრაობის დროს გამარჯვებული კომპანია:

 

“მთავრობის სხდომაზე, საჯაროდაც, პირადადაც, ირაკლისთან ძალიან ბევრი კამათი მქონიდა, რა უნდა იქ ნაცების დროინდელ კომპანიას მომარაგებაში. დღესაც “ელფი” ქვია თუ რაღაც, საბოლოო ჯამში, ელფი, რომელიც ოთხივე ტენდერში მონაწილეობდა და ოთხივე წააგო, რადგან დიდი ფასები ჰქონდა, პირდაპირი წესით ისევ “ელფი” რჩება მომარაგებაში. რატომ უნდა იყოს ის კომპანია გეგენავას მონაწილეობით და რატომ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის დროს დაფუძნებული კომპანია რატომ უნდა ამარაგებდეს? დღესაც  არაა გაყვანილი იქიდან, აი, ორი წელიწადი გავიდა”.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინსიტროს მოსამსახურეების მოწამვლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი