ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოქვეყნდა მთავრობის ვებგვერდზე.

გიორგი ქობულიას თანამდობობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი პრემიერმა ბახტაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ქობულიამ თავისი სურვილით დატოვა თანამდებობა, თუ გაადააყენეს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახი კახიშვილმა ნათლად არ უპასუხა და განაცხადა, რომ საკადრო ცვლილება შეთანხმდა თავად ქობულიასთან, ნათია თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან.

მინისტრობამდე ნათია თურნავა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი