ვიდეო ▶ თეთნულდზე მაშველები ორ უკრაინელ ტურისტს ეძებენ

მესტიაში, თეთნულდზე, სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა უკვე დაადგინეს, ​თუმცა ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ადგილზე მისვლას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.