ახალი ამბები

დაიმტვრა 6 ავტომობილი და დაშავდა 3 ადამიანი – ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე

18 ივნისი, 2018 • 3826
დაიმტვრა 6 ავტომობილი და დაშავდა 3 ადამიანი – ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 ავტომობილი დაზიანდა და 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ში განგვიცხადეს, რომ დაშავებულთა მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქემეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ავარიის გამო მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე ავტომობილების გადაადგილება ამ დრომდე (11:00) შეუძლებელია

მასალების გადაბეჭდვის წესი