რაც ოცნებამ გააკეთა, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა – სააკაშვილი

“საქართველო ხომ რუსეთი არაა. ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და, მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღნიშნული  სააკაშვილმა გადაცემაში “არჩევანი გააკეთა, როდესაც საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” იყენებს რუსულ მეთოდებს პოლიტიკურ ოპონენტებთან გასამკლავებლად.

“ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთს არ ვესხმით თავს და უნდა გავერთიანდეთ საარჩევნო გაყალბებების წინააღმდეგ. ივანიშვილი, როგორც სტატისტიკა გააყალბა, ისე გააყალბებს არჩევნებს. ძალიან სუსტია ივანიშვილი. იმდენად სუსტია, რომ ჩვენ უბრალოდ სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ივანიშვილმა გვაჯობოს. მიუხედავად რუსული მეთოდებისა, დარბევები რუსული მეთოდებია. გუშინ რუსული ტაქტიკით ჰყავდათ ჩვენი ირაკლი ნადირაძე და მელია და სხვები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com