ახალი ამბები

შეწყალების სახელმწიფო კომისიას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს

26 ნოემბერი, 2013 • • 2061
შეწყალების სახელმწიფო კომისიას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს

კომისიაში შედიან ლია მუხაშავარია, ეკა გიგაური, ზვიად ქორიძე, თამარ ხიდაშელი, კახა კოჟორიძე, ბასა ჯანიკაშვილი,  თეა გოგოტიშვილი, კოტე ჯანდიერი, უჩა ნანუაშვილი, მეუფე თეოდორე, გივი შაჰნაზარი. უჩა ნანუაშვილი, გივი შაჰნაზრი და მიტროპოლიტი თეოდორე კომისიის წინა შემადგენლობაშიც შედიოდნენ.

 

“კომისიის წევრები არიან საზოგადოებისათვის ცნობილი, პატივსაცემი ადამიანები, მათ შორის ძველი კომისიიდანაც. მე საგანგებო მადლობა ვუთხარი კომისიის წევრებს და თავმჯდომარეს იმისთვის, რომ დათანხმდნენ ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობას და რთულ სამსახურს. კომისია იმუშავებს ამჟამად მიმდინარე საქმეებზე და აგრეთვე იმუშავებს თვითონ კომისიის დებულებაზე, რათა ის უფრო დაიხვეწოს და ეფექტური გახდეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

კითხვას, რა ნიშნით შეირჩა ახალი წევრები, მათ შორის ელისაშვილი, თავმჯდომარის პოსტზე, მარგველაშვილმა ასე უპასუხა:

 

“ეს არის ნდობა საზოგადოების მხრიდან. ისინი არ არიან პოლიტიკურად დაკავშირებული რომელიმე ძალასთან. ასევე იმ ღირებულებების და ჰუმანურობიდან გამომდინარე, რაც ამ ადამაინების ბიოგრაფიას თან გასდევს”.

 

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პირველი სამუშაო შეხვედრა კომისიამ გუშინ უკვე გამართა და ნახა, რომ ძალიან ბევრი საქმეა.

 

“საახალწლოდ უკვე ვეცდებით, რომ პრეზიდენტს წარვუდგინოთ პირველი სიები, თუ ვის უნდა შეეხოს შეწყალება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი