ახალი ამბები

ზუგდიდში ფაროსანასთან საბრძოლველად ჩაყვანილი მანქანებიდან აკუმულატორები მოიპარეს

27 აპრილი, 2018 • 3727
ზუგდიდში ფაროსანასთან საბრძოლველად ჩაყვანილი მანქანებიდან აკუმულატორები მოიპარეს

მაღალი გამავლობის სპეციალიზებული მანქანებიდან, რომლებიც აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ჩაიყვანეს, აკუმულატორები მოიპარეს. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია ლაივპრესმა გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიობო მოქმედებები, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.  ლაივპრესის ინფორმაციით, ავტომანქანები ზუგდიდის ერთ-ერთ სადგომზე იყო განთავსებული.

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა 25 აპრილს ჩაიყვანეს, მათ შორის: 5 თერმული ნისლის, 3 ცივი ნისლის დანადგარი და 2 ტრაქტორი მასივების შესაწამლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი