კალაძე: ავტობუსიდან იმ ადამიანების ჩაგდება, ვინც იქ ღამეს ათენებს, არ შეიძლება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან  37-ე ავტობუსში ღამის გასათენებლად ასულ ადამიანებზე ისაუბრა. მისი თქმით, ავტობუსიდან ნებისმიერი მგზავრის ჩამოგდება მიუღებელია.

37-ე ავტობუსს, რომელიც ქალაქის გავლით აეროპორტისკენ მიემგზავრება, 24-საათიანი განრიგი აქვს. სწორედ ამის გამო ავტობუსში ხშირად ღამის გასათენებლად ადიან. კალაძეს ამის შესახებ პირველმა არხმა ჰკითხა:

“განსაკუთრებით ზამთრის პერიოდშია ეს პრობლემა აქტუალური. როდესაც ცივა, ეს ადამიანები ადიან ავტობუსში და დაჰყვებიან მას. ერთი მხრივ, ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა, მეორე მხრივ, მიხვიდე და გააგდო ადამიანი … [არ შეიძლება]. არსებობს თავშესაფარი, თუმცა ეს ადამიანები არ მიდიან.  ყველანაირი პირობა არის, ჩვენ ვიყავით და ვნახეთ, თუ როგორი სისუფთავეა, როგორი პირობებია. ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ, თქვენ [ჟურნალისტები] არ ხართ პირველი, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში ძალიან ბევრი შეტყობინება მოდის,” – განმარტავს კალაძე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან