ახალი ამბები

ტელეკომპანია “იმედში” ევაკუაცია დღეს მეორედ გამოცხადდა

12 სექტემბერი, 2013 • 1349
ტელეკომპანია “იმედში” ევაკუაცია დღეს მეორედ გამოცხადდა

ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი “Georgian Media Production Groups”-ის დირექტორის მოადგილის, რევაზ საყევარიშვილის თქმით, შეტყობინება 5-6 საათის ინტერვალის განმავლოაში შემოვიდა. ტელეკომპანიაში საპატრულო პოლიცია და მესანგრეები არიან მისული. რევაზ საყევარიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის საეთერო ბადე შეუფერხებლად მუშაობს.

 

“ნაწილობრივ მიჭირს სერიოზულად აღქმა. გაუგებარ თამაშს ემსგავსება,”- განაცხადა საყევარიშვილმა. მისი თქმით, სავარაუდოდ, მოზარდმა დარეკა საპატრულო პოლიციაში. პოლიციამ თავის მხრივ ტლეკომპანიის თანამშრომლებს შენობის დატოვება მოსთხოვა.

 

ტელეკომპანია “იმედში” ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება, შსს-ს ცნობით, პირველად დღეს, 13:35 საათზე შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, ლუბლიანას ქ. N5-ში, ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა. განგაში ცრუ აღმოჩნდა. ზარის განმხორცილებელი შსს-მ უკვე დააკავა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ანალოგიური ზარი შევიდა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–თან დაკავშირებითაც. ორივე ზარის ავტორი დაკავებულია. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსისს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი