ახალი ამბები

ინფორმაცია ბაქო-თბილისი-სტამბოლი-ვენის მიმართულებით მატარებლის დანიშვნაზე სიცრუეა

10 თებერვალი, 2018 • 18097
ინფორმაცია ბაქო-თბილისი-სტამბოლი-ვენის მიმართულებით მატარებლის დანიშვნაზე სიცრუეა

ზოგმა ინტერნეტ გამოცემამ, ასევე რამდენიმე ფეისბუკ მომხარებელმა 9 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 2018 წლის მაისიდან, ბაქოდან თბილისისა და სტამბოლის გავლით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სამგზავრო მატარებელი ივლის. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ აზერბაიჯანმა სწორედ ამ მიზნით შეისყიდა შტადლერის წარმოების 64 სამგზავრო ვაგონი და კომფორტულად მოაწყო.

“საქართველოს რკინიგზაში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით სიმართლეს არ შეესაბამება და 2018 წლისთვის მსგავსი მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობა დაგეგმილი არ არის. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ამ ინფორმაციის სიცრუეს ადასტურებს ისიც, რომ გავრცელებულ ცნობას თან ახლავს იაპონური მატარებლის ფოტო, რომელსაც “შტადლერთან” კავშირი არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი