ზოიძე: უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი ექვს დაწესებულებაში მუშაობს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის 2 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ აღიკვეთება პრაქტიკა, როდესაც ერთი ექიმი ექვს სხადასხვა ადგილას მუშაობს.

მან ამ ცვლილებაზე საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის კონტექსტში ისაუბრა.

“იქ, სადაც ექიმი დადის და ექვს დაწესებულებაში ერთად მუშაობს და ერთიდან მეორეში რომ გადადის და დღეში აკეთებს 30 ოპერაციას სხვადასხვა დაწესებულებებში და ხშირ შემთხვევაში, ამის გამო სამედიცინო შეცდომა მოსდით, რომელსაც არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება პაციენტის ჯანმრთელობისთვის, ასეთი პრაქტიკაც უნდა შევზღუდოთ და აღვკვეთოთ.

ამას ემსახურება სწორედ ის რეფორმები, რომლებიც არის დაგეგმილი, რომელზეც სამინისტროც მუშაობს, ჩვენ სამინისტროსთან ერთად ვაპირებთ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმუშაოთ ამ წლის ბოლომდე და უკვე მომავალი წლიდან შემდგომი ცვლილებები იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიურ ნაწილებში, რომელიც ეხება კარდიოქირურგიას, რომელიც ეხება ქირურგიულ ჩარევებს, ზოგადად, ნეიროქირურგიას და ა.შ.” – განაცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი