ახალი ამბები

თარგამაძე: პუტინს არ ვუყვარვარ, შესაბამისად, არ ვუყვარვარ საგანელიძეს და ივანიშვილს

16 მაისი, 2013 • • 1231
თარგამაძე: პუტინს არ ვუყვარვარ, შესაბამისად, არ ვუყვარვარ საგანელიძეს და ივანიშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ  გივი თარგამაძის მსგავსი კანდიდატის “ნდობის ჯგუფში” ყოფნა არასერიოზულია:

„გივი თარგამაძესთნ დაკავშირებით იყო ძალიან კონკრეტული თემა და პრობლემა. ეს კაცი არავის არ უნახავს 7 თვის განმავლობაში პარლამენტში და შეუძლებელია ხმა მიგეცა ადამიანისთვის, რომელიც არასდროს გინახავს და რომელიც გარანტირებულად იცოდი, რომ არასოდეს ამ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მან დაგვდო პატივი და ჩამობრძანდა საქართველოში. ახლა უნდა გავარკვიო, მუდმივია თუ არა მისი აქ ყოფნა და რამდენად აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვას. რადგან გუშინ სუპერაქტიური იყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასე გაგრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“  ღრმა არასერიოზულობით გამოირჩევა“

 

მისივე თქმით, არასერიოზულია “ნაციონალურმა მოძრაობა“, რადგან “ნდობის ჯგუფში” გივი თარგამაძის კანდიდატურა დააყენეს:

 

„საკითხი ხვალინდელი დღის წესრიგშია და ალბათ მოვახერხებთ განხილვას და “ნდობის ჯგუფთან” დაკავშირებულ კანონში ცვლილებას, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ორმილიონიან და ოთხმილიონიან შესყიდვებთან დაკავშირებით შედის ცვლილება. ეს კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, თუ არ იქნება “ნდობის ჯგუფი”, ამ ყველფერს აზრი ეკარგება, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმასათვის, რომ უფო გამჭვირვალე გახდეს პროცესი.“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი თარგამაძე ამბობს, რომ უმრავლესობის საქმე არაა უმცირესობის კვოტები:

 

“გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს უმცირესობის კვოტა, უმცირესობა აყენებს ჩემს კანდიდატურას და რაიმე ხელშესახები არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ვიყო მე ჯგუფის წევრი, უმრავლესობას არ გააჩნია, მით უმეტეს, ეს მათი საქმე არაა, რადგან უმცირესობის კვოტაა, აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ საქმე გვაქვს უბრალოდ ახირებასთან.”

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობთ,  რა მოტივაცია აქვთ უმრავლესობის წევრებს ნდობის ჯგუფში მის არშეყვანასთან დაკავშირებით, თარგამაძე პასუხობს:

 

“მე რუსებს არ ვუყვარვარ, პუტინს არ ვუყვარვარ, შესაბამისად, საგანელიძეს არ ვუყვარვარ და არ ვუყვარვარ პრემიერ- მინისტრს. არც მე არ მიყვარს ისინი.”

“საქართველოს კანონში ნდობის ჯგუფის შესახებ” ნათქვამია: “საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება “ნდობის ჯგუფი”.

ამავე კანონის მიხედვით: “ნდობის ჯგუფი” შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, ხოლო ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი