ახალი ამბები

“რეკლამის შესახებ” კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით ჩავარდა

1 მაისი, 2013 • • 1356
“რეკლამის შესახებ” კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით ჩავარდა

კანონპროექტის ავტორის კობა დავითაშვილის თქმით, ის სათამაშო ბიზნესის აკრძალვისთვის ბრძოლას იწყებს:

 

“მე მიმაჩნია, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო. მე არ ვაპირებ ამ საკითხზე შეჩერებას და მინდა განვაცხადო, რომ დავიწყებ ხელმოწერების შეგროვებას რეფერენდუმისთვის, შევქმნი შესაბამის საინიციატივო ჯგუფს 200 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი, ამჯერად არა მარტო რეკლამის, არამედ აზარტული თამაშების სრული აკრძალვის მოთხოვნით”.

 

დავითაშვილის თანაგუნდელი დავით ბერძენიშვილი კანონონპროექტის ფრაგმენტულობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საჭიროა კომპლექსური მიდგომა:

 

“ერთობლიობაში განსახილველი კანონპრექტია და არა ამოკრეფილად, იმიტომ, რომ რეკლამის აკრძალვა ვერ ხსნის იმ პრობლემას ქვეყანაში, რაც არის სლოტკლუბებთან და მსგავს დაწესებულებებთან დაკავშირებით.  “

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი დაუმუშავებელი იყო და ამიტომ ჩავარდა:

 

“საერთოდ ამ კანონის მიღებას შეიძლება გამოეწვია საკმაოდ ბევრი თანხების გადინება ეკონომიკიდან და, ვფიქრობ, ნაადრევი იქნებოდა ამის მიღება.”

 

აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, აზარტული თამაშების რეკლამირება ტელევიზისა და ინტერნეტში იკრძალება და ამ კანონის დამრღვევის  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი